დრო | 14.01.2019 |
ღირებულება | თავისუფალი |
საქართველოში ახალი წელი ორჯერ – 1 და 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს მსგავსად, ძველით ახალ წელს სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ, მათ შორისაა: რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, შვეიცარია, საბერძნეთი და სხვ.
ძველით ახალი წლის აღნიშვნას იწვევს ორი კალენდარული სისტემა გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამოდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესაწაულო სამზადისშია.
მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, თბილისელები ძველით ახალი წლის ღამეს განთიადამდე ზეიმობენ.
საქართველოში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.
უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.