ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

გამოფენა „უშანგი ხუმა 70”

დრო 04.12.2018 5:00 სთ.
დამთავრების დრო 20.01.2019
ღირებულება 7 ლ. 1 ლ. 0.5 ლ.
მდებარეობა / ორგანიზატორი
ეროვნული გალერეა
11 Shota Rustaveli Ave, Tbilisi, Georgia
ეროვნული გალერეა
გამოფენა „უშანგი ხუმა 70”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენას „უშანგი ხუმა 70”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა.

უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა. სწავლობდა აპლონ ქუთათელაძის თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა. რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა.

მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და სოცრეალიზმი მხატვრის შემოქმედებას ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა.

გამოფენის გახსნა: 4 დეკემბერი, 17:00 საათი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 4 დეკემბერი, 2018 – 20 იანვარი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

*გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე:biletebi.ge
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

გაუზიარე მეგობრებს
დეკემბერი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
დეკემბერი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

გამოიწერე სიახლეები

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2018 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა