თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018

დრო 31.05.2018 10:00 სთ.
დამთავრების დრო 01.06.2018
ღირებულება დასწრება თვისუფალია
მდებარეობა / ორგანიზატორი
Expo Georgia
118 Akaki Tsereteli Ave, Tbilisi, Georgia
Expo Georgia
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს უკვე მეოცედ გაიმართება, ფესტივალი წელს 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. წიგნის მოყვარულებისთვი მე-20 საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიაში, ჩატარდება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული და გამორჩეული იქნება წინა ფესტივალებისგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი  და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების განმავლობაში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლების მიზანს წარმატებით ართმევს თავს, რასაც ფესტივალის დამთვალიერებლების მზარდი რაოდენობაც ადასტურებს.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც მონაწილე გამომცემელ და გამავრცელებელ ორგანიზაციათა მთავარი საზრუნავი სტუმრებისთვის წიგნების, დამხმარე მასალებისა და წიგნის აქსესუარების განსაკუთრებული სადღესასწაულო ფასდაკლებითა და სპეციალური სასაჩუქრე პაკეტების სახით შეთავაზებაა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მაღალმა რეპუტაციამ განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში განაპირობა მედიის მზარდი ინტერესი და ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფესტივალის ცნობადობის კიდევ უფრო ზრდას. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თავს უყრის წიგნთან, ლიტერატურასთან და სამწერლო/საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ, ფაქტობრივად, ყველა სხვა სახის აქტივობასაც; გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა-დისკუსიები მწერლებთან, სპეციალური სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე და იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ყოველი წლის მაისის ბოლოს იმართება, 4 დღის განმავლობაში 50 000–ზე მეტი სტუმარია დაფიქსირებული. 

გაუზიარე მეგობრებს

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2018 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა