ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

ქრისტესშობა (შობა)

დრო 07.01.2019
ღირებულება თავისუფალი
ქრისტესშობა (შობა)

ქრისტესშობა (შობა) — ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში  სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. ასევე მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი. მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საქართველოს პატრიარქი, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე, საზეიმო ღვთისმსახურებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, მისი ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს უნდა ანთებდეს და  ღვთისმშობელს სახლში უნდა იხმობდეს.

გაუზიარე მეგობრებს
დეკემბერი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
დეკემბერი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2018 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა