ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

მირქმა (მიგებება)

დრო 15.02.2019
ღირებულება თავისუფალი
მირქმა (მიგებება)

მირქმა (მიგებება) — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული.  ქრისტეს შობის დროს შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მდიდრები წირავდნენ თავისი ქონებიდან უმეტესს, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ცხვარი, ხოლო ღარიბები წირავდნენ საშუალოზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს, ეს იყო ორი მართვე.

როგორც ცნობილია მაცხოვრისათვის იოსებმა შესწირა ორი ფრინველი, როგორც არა მდიდარმა ოჯახის უფროსმა. მირქმის დღეს წინასწარმეტყველ სვიმეონ მირქმელს ქონდა ჩვენება რომ არ მოკვდებოდა მანამდე, ვიდრე არ იხილავდა მაცხოვარს, ქვეყნად მოსულს და შემდგომ კი აღესრულებოდა და მართლაც ამ დღეს მან იხილა რა მაცხოვარი მიირქვა მან მკლავთა თვისთა, აიყვანა ხელში ანუ ძველი ქართულით გამოითქმის რომ მიირქვა გულსა შინა თვისსა, ამიტომ დაერქვა მირქმა.

მირქმა  VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ძველი აღთქმის ეს ტრადიცია ახალი აღთქმის ეკლესიაშიც აღესრულება. ამ დღეს ყოველი ახალშობილი ინათლება და დედას ეკითხება განწმენდის ლოცვა.

გაუზიარე მეგობრებს
მარტი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
თებერვალი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2019 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა