ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

მარიამობა - ღვთისმშობლის შობა

დრო 21.09.2019
ღირებულება თავისუფალი
მარიამობა -    ღვთისმშობლის შობა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება,  ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაულია.

ამ დღესთან დაკავშირებით  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია.  

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში. ის გამოვიდა დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული დაყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო. ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.

ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც ებრაულად „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

გაუზიარე მეგობრებს
მარტი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
თებერვალი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2019 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა