ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

დრო 04.12.2019
ღირებულება თავისუფალი
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება — მართლმადიდებელთა დღესასწაული. ეს არის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდება.

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმინდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.

გაუზიარე მეგობრებს
აპრილი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
თებერვალი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2019 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა