ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

ვინ იყო წმ. ბარბარე და რატომ ავღნიშნავთ ბარბარობას ლობიანებით

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

ხშირად ერთმანეთს ვულოცავთ სხვადასხვა დღესასწაულს მაგრამ არ ვიცით რას ვულოცავთ, ეს ერთის მხრივ გაუნათლებლობის ბრალია, მათ შორის რელიგიური განთლება საქართველოში ძალიან ზედაპირულია, ეს შეიძლება ჩვენს უახლოეს ისტორიას დავაბრალოდ ან ახლანდელ განათლების სიტემას, მაგრამ ფაქტია ზოგიერთ ქართველს წმ. გიორგი ან წმ. ბარბარე ქართველი წმინდანები გონია. 

რატომ ავღნიშნავთ ბარბარობას, რატომ ცხვება ლობიანები და არის თუ არა 17 დეკემბერი ბედობაც ?

ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაული
 barbare
 ქრისტიანები წმ. ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავენ, რომელიც III ს. ბოლოსა და IV ს. დასაწყისში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული და წარმართი დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. მისი მამა დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა. მამას ძალიან უყვარდა, ამიტომ გადაწყვიტა უცხო თვალისთვის მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა წარმართ მასწავლებლებს მიანდო. როდესაც ბარბარე კოშკიდან ბუნებას აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ ასეთი მოწესრიგებული და ლამაზი გარემო, კერპების შექმნილი არ იქნებოდა. ამის შემოქმედი მხოლოდ ერთი, უმაღლესი, უზენაესი ძალა უნდა ყოფილიყო.
 მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ქრისტეს შესახებ შეიტყო. წმ. ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ შვილი მოსაკლავად გაიმეტა. მან თავისი ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმ. ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმ. ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
 წამებულის წმ. სხეული კი ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.
 ამჟამად წმ. ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმ. ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმ. ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული
 barbare saflaviწმ. ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
აღსანიშნავი რომ, რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს მისი ხატი, რომელშიც წმ. ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შესწირეს და იქ არის დაცული.
ასევე საოცარია, რომ წმ. ბარბარეს დღე დაემთხვა წარმართულ მზის ღმერთ - ბარბალეს კულტს და სახელს. წმ. ბარბარე ხომ რეალურად არსებული ადამიანი იყო !

 

2. ბარბალეს წარმართული დღესაწაული
ასევე ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაულია. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას როგორც როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას.
 ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.
ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა.
ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
 ლობიანების გამოცხობა ბარბარობის დღესასწაულზე ხალხური ტრადიციაა, რომელიც დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდა და ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წარმათულიდან ქრისტანობაზე გადასვლამ, ვინაიდან წარმართული ბარბაროსბის დღესასწაული მარხვააში აღინიშნებოდა ხაჭაპურის და სხვა არსამარხო შეასწირები ლობინემა ჩანაცვლა.
 Lobiani
ასევე ამავე დღეს აღნიშნავენ ბედობას აღნიშნავენ, თუმცა ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს, ეკლესია მიჩნიივს რომ ბედობა ცრურწმენაა. ამ ტრედიციასაც უფრო წარმართული შინარსი აქვს.

 

 

 

ივლისი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
თებერვალი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2019 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა