ამაღლება

დრო 17.05.2018
ღირებულება თავისუფალი
ამაღლება

ამაღლება — ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.

გაუზიარე მეგობრებს
მაისი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
მაისი   2018
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2018 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა