ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. 

ტაძარი სადაც უშვილოები აკვნებს, ქვევრებს და თოჯინებს ტოვებენ

რეიტინგი: 4 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

  ბოჭორმის ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში.  სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ციხე სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო.  

Cikhe2

 

ვახუშტი  ბაგრატიონი  ბოჭორმის  შესახებ  აღნიშნავს:  `უჯარმას  ზეით  ჩდილოთ  და  იორს  აღმოსავლით  არს  ბოჭორმა-ციხე.  ბოჭორმიდამ  უჯარმამდე არს ხეობა ფრიად მაგარი, მთოვანი, კლდოვანი ძუელად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედა-ციხე. ესე არს  მაღალს  კლდესა  ზედა.  გამოდის  ციხესა  შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი (ესე არს რომელი  წილად  ხუდა  კახოსს  და  შენებასა  ჩელეთისასა მისცა  კუხოსს,  და  შეეწია  კუხოს  შენებასა  ჩელეთი-სასა კახოსს), შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: `ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა~. მერმე უწოდეს ბოჭორმა~

ციხე ფუნქციონირებდა XVIII ს-ის ბოლომდე.  1749 წ. ერეკლე II-მ ციხე განაახლა, ბოჭორმის  ციხის  ტერიტორია  არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 

Bochorma Old

 

ბოჭორმის ციხესიმაგრის  შიდა  ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა.  შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთის კოშკი გეგმით კვადრატული (8X8 მ) სამსართულიანი შენობაა.

 

Bochorma3

 

ბოჭორმის წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც თარიღდება X საუკუნით  გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. 

 

Bochorma4

 

მოხატულობა,  რომელიც ამკობს  ეკლესიის  ექვსივე  აფსიდის  კედლებს  თარიღდება  XI-XII  სს-ით. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია.

 

Mokatuloba

 

ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი -  ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. 1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა

მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ  ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა".

ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი ამჭამად ხელოვნების მუზემში ინახება

 

kati

 

გიორგობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის აქ თავს. ხალხში არსებობს ასეთი რწმენა, რომ უშვილო ოჯახები ეკლესიაში ტოვებენ აკვნებს, ქვევრებს, თოჯინებს, ხოლო წმინდა გიორგი კი მათ შეეწევა და აჩუქებს შვილებს. ასევე სურვილს თუ ჩაუთქვამ და 3 წრეს მუხლისჩოქვით შემოუვლი, სურვილი აგისრულდება.

 

Bochorma

ივლისი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
თებერვალი   2019
ორ სა ოთხ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

გამოიწერე სიახლეები

დღის ღონისძიება

There are no up-coming events

სად.ჯი / Sad.ge

უნიკალური ვებ პორტალი რომელიც გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა საინტერესო მოვლენის: გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონფერენციების, ფორუმების, შესახებ სრულ ინფორმაციას, ასევე გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას რომელიც იწყება სად - ზე.

©2019 GeoTourism. All Rights Reserved.

საიტზე ძებნა